21 მაისს, აშშ-ში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. ვაშინგტონის უძველეს ჯაზ-კლუბში Blues Alley ცნობილი ქართველი მუსიკოსის, Berklee College of Music-ის ასოცირებული პროფესორის, გიორგი მიქაძის საავტორო პროექტის „The Great Georgian Songbook“-ის კონცერტი შედგება.
გიორგი მიქაძე, პროექტის შექმნის შთაგონება იყო გენიალურ ქართველ კომპოზიტორთა კინო და თეატრალური მუსიკის შედევრები, რომლებიც ქართული მუსიკის ოქროს ფონდს წარმოადგენს და ბავშობიდან აღიბეჭდა მუსიკოსის მეხსიერებაში.
პროექტში შესულია გია ყანჩელის, ჯანსუღ კახიძის, დავით თორაძის სულხან ცინცაძის, შოთა მილორავას, ნოდარ გაბუნიას , რუსუდან სებისკვერაძის და სხვა ქართველ კომპოზიტორთა კომპოზიციები ქართული მხატვრული ფილმებიდან, მულტფილმებიდან და ცნობილი თეატრალური დადგმებიდან.