მეცნიერებმა ღრმაწყლოვანი ტოპოგრაფიული გადაღების მეშვეობით ჩაძირული „ტიტანიკის“ პირველი სრული ზომის ციფრული გამოსახულება შექმნეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ ტექნოლოგიამ მეცნიერებს მთლიანი ხომალდის სამგანზომილებიანი რუკის მიღების საშუალება მისცა. „ტიტანიკის“ ნარჩენების სკანირების ოპერაცია 2022 წლის ზაფხულში, კომპანიებმა Magellan Ltd და Atlantic Productions-მა განახორციელეს. ჩაძირვისას გემი ორ ნაწილად გაიყო. ფსკერზე მათ შორის 800-მეტრიანი მანძილია. წყალქვეშა აპარატებმა, რომლებსაც დისტანციურად მართავდნენ, წყალქვეშ 200-ზე მეტი საათი გაატარეს - ისინი ჩაძირული ხომალდის ნარჩენებს იკვლევდნენ და ფოტოებს უღებდნენ. მიღებული 70 ათასი სურათებიდან კი ზუსტი სამგანზომილებიან რეკონსტრუქცია მიიღეს.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ახალი მონაცემების მეშვეობით 1912 წელს აისბერგთან შეჯახების შემდეგ ჩაძირული ლაინერის კატასტროფის შესახებ ახალ დეტალებს გაარკვევენ. ლაინერის ჩაძირვის შედეგად 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
„ტიტანიკი“ ატლანტის ოკეანის ფსკერზე, 3 800 მეტრის სიღრმეზე დევს. ის 1985 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ სხვადასხვა მეთოდით გამოიკვლიეს. მაგრამ ხომალდი იმდენად დიდია და ისეთ სიღრმეზეა, რომ კამერებს მხოლოდ მისი გარკვეული ნაწილების ჩვენება