საგარეჯოს პოლიციის სამმართველოსთან დაკავებული პირების, ლაშა ფარულავასა და გიორგი ლომიძის სასამართლო პროცესი 28 მაისამდე გადაიდო. ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები გაათავისუფლეს. როგორც ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს გათავისუფლების შემდეგ განუცხადა, მისი დაკავების მიზეზი ანტისამთავრობო შეძახილები გახდა. ადვოკატ ივანე პეტრიაშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, რის გამოც, პროცესის გადადება გახდა საჭირო.