ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზში გარდაცვლილი მხატვარის, გიორგი ვაშაკიძის ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენა ოჯახის წევრების ორგანიზებით იმართება. საგამოფენო სივრცეში ვაშაკიძის შემოქმედების მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი. ოჯახის წევრებისა და მეგობრების თქმით, მხატვრის მძიმე ცხოვრება, ხასიათი და ემოციები მის აბსტრაქტულ ნახატებში კარგად იგრძნობა. თამუნა უგრეხელიძის თქმით, ამ გამოფენის მიზანი, საზოგადოებისთვის მისი მეუღლის გიორგი ვაშაკიძის შემოქმედების გაცნობაა. გამოფენა 21 მაისს დაიწყო და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.