საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ გამარჯვებული თბილისის N178 საჯარო სკოლა გახდა. პროექტის ფინალურ თამაშში 32 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილებზე გასული სკოლები საფრანგეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენელმა, ნოე რამიშვილისა და მამია ბერიშვილის შთამომავალმა, ტიერი ბერიშვილმა დააჯილდოვა. საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება, ეროვნულმა არქივმა საფუძველი 2015 წელს ჩაუყარა. ის „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით ტარდება.