უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინელი მფრინავების წვრთნას F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვაში ამ ზაფხულს დაიწყებს. ამასთან, სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ყოფნას „ძალიან ძლიერი მომენტი“ უწოდა.