რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერსა“და რუსეთის არმიას უკრაინის ქალაქ ბახმუტის „გათავისუფლება“ მიულოცა, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი არტიომოვსკის სახელით მოიხსენიებს. კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პუტინმა აღნიშნა, რომ ბრძოლა რუსეთის გამარჯვებით დასრულდა. კრემლის ცნობითვე, ყველა, ვინც ბახმუტის ბრძოლაში გამოირჩეოდა, სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოვდება. ბახმუტის აღებას უარყოფს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.