მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. კობახიძე ამბობს, რომ ზურაბიშვილს საზოგადოების სახელით საუბრის უფლება არ აქვს, რადგან პრეზიდენტი ქსენოფობიურ კამპანიას აქეზებს. სალომე ზურაბიშვილი გუშინდელ ბრიფინგზე სერგეი ლავროვის ოჯახის საქართველოში ვიზიტს გამოეხმარა. მან განაცხადა რომ დაუშვებელია ქართველ ხალხთან თამაში და საზოგადოების გაღიზიანება.