ყვარელში დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს დახმარებას სახალხო დამცველის ოფისი გაუწევს . ლევან იოსელიანი ამბობს, რომ 17 დაკავებული ომბუდსმენის აპარატის წევრებმა უკვე მოინახულეს. ომბუდსმენი აცხადებს, რომ აპარატი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დაკავებული ადამიანების უფლებები იყოს დაცული. იოსელიაი აცახდებს როპმ მისთვის სრულიად გასაგებნია რატომ გამოიწვია სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ვიზიტმა საზოგადოების პროტესტი. როგორც ცნობილია, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრაზე უარი თქვა პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, რომ ლავროვის ოჯახის წერვების წინააღმდეგ გამართულ შეკრებაზე პოლიციამ ჯამში 18 მოქალაქეე დააკავა.