ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2022-ის, ქართულ სტენდზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უმასპინძლეს. აზერბაიჯანის პირველ პირს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა უმასპინძლეს. ბაქოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე, დამთვალიერებელს საკუთრი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია 10 ქართულმა კომპანიამ გააცნო. საერთაშორისო გამოფენას ყოველწლიურად, 13,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 25 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 500-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს.