სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ადგილი გვიან ღამით დატოვეს. აქციაზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშილი, მისი განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ, სალომე ზურაბიშვილის პირით ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველო დატოვეს. პარტიის წევრები ახლა სასტუმროს ტერიტორიაზე შესვლას და ადგილის დათვალიერებას ითხოვდნენ.