უნგრეთში, მასწავლებლებისთვის საჯარო სტატუსის ჩამორთმევის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქცია არეულობაში გადაიზარდა. აქციაზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქცია ბუდაპეშტში მმართველი პარტიის ოფისთან გაიმართა და მასში ათასობით სტუდენტმა, მასწავლებელმა და მათმა მხარდამჭერებმა მიიღეს მონაწილეობა. 5000-მდე მასწავლებელმა უკვე განაცხადა, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში სამსახურს დატოვებს.