ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია სახელწოდებით „რუსული თვითმფრინავები ევროკავშირში არ ჯდება!“. გუშინდელის მსგავსად, აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დღესაც უცვლელია - რუსეთთან პირდაპირი ფრენები დაუყოვნებლივ შეწყდეს. მომიტინგეები აცხადებენ, რომ რუსეთთან ავიამიმოსვლა არის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი.