საქართველოში სერგეი ლავროვის სიძის ძმის ვიზიტის გამო ოპოზიციის პროტესტს მმართველი პარტია ქსენოფობიურ კამპანიას უწოდებს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ამგვარი კამპანიებსგან, რადგან მისი თქმით, საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის. საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას „საზოგადოების მანიპულირების მცდელობად“ აფასებს.