სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. პოლიციამ არაერთი მომიტინგეთა დააკავა. დაკავებულთა შორისაა პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, „ნაციონალური მოძრაობის“ 10-მდე წევრი და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასტუმროდან გამოვიდა მიკროავტობუსი, რომელსაც აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს. ტერიტორიაზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმადაც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოში, კერძოდ კი ყვარელში იმყოფება, რასაც სასტუმროს ადმინისტრაცია უარყოფს.