„დიდი შვიდეულის“ ლიდერები სამიტის ფარგლებში ერთობლივ კომუნიკეს ავრცელებენ. დოკუმენტის თანახმად, ლიდერები კიდევ ერთხელ უმკაცრესად გმობენ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რაც საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. ისინი აცხადებენ, რომ რუსეთის სასტიკი და აგრესიული ომი არღვევს საერთაშორისო საზოგადოების ფუნდამენტურ ნორმებს, წესებსა და პრინციპებს. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გეგმავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადოს, რომლის ღირებულებაც 375 მილიონ დოლარს შეადგენს.