დღეს ქუთაისსა და წყალტუბოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული არჩევნები დაიწყო. არჩევნები ხვალ დასრულდება და პარტიის პოლიტსაბჭო საბოლოოდ დაკომპლექტდება. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე აცხადებს, ეს არის შიდა დემორკატიის განმტკიცებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი და ეს პროცესი პარტიას ჭირდება. კირკიტაძე აღნიშნავს, რომ თავმჯდომარეებად არჩეული კანდიდატები გაუმკლავდნენ იმ გამოწვევებს, რომელიც პარტიას და ქვეყანას აქვს.