უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩავიდა. ზელენსკი ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტში იღებს მონაწილეობას. მისი თქმით, სამიტის ფარგლებში ის არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ შეხვედრების მიზანია, რომ მსოფლიოს ლიდერების ძალისხმევა უკრიანის დახმარების მიმართ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.