რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გადაწყვეტილება კვლავ განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თავისი ქმედებებით, „ქართულ ოცნებას“ საქართველო ევროპის ნაცვლად, რუსეთისკენ მიჰყავს.