საქართველოში სერგეი ლავროვის შვილის სავარაუდო ჩამოსვლა, ქართულ ოპოზიციაში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საზოგადოების პროტესტი ახლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. მათივე შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია ხელისუფლების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მტრები ახლა ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ოპოზიციური პარტიის წევრები აღნიშნულ ფაქტს სამარცხვინოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების სტუმრობა არის ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების შეურაცხყოფა.