იტალიის ჩემპიონი ნაპოლი სერია A-ს 36-ე ტურში ინტერთან მატჩისთვის ემზადება, რომელშიც შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიამ ვერ ითამაშოს.
როგორც ნეაპოლური კლუბის ვებგვერდი წერს, დღეს კვარამ გუნდთან ერთად ვარჯიში ვერ მოახერხა, ის მხოლოდ სპორტდარბაზში ინდივიდუალური მზადებით შემოიფარგლა. როგორც ირკვევა, 22 წლის ქართველმა შემტევმა მცირე დაზიანება გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო და დღევანდელი საწვრთნელი პროცესიც ამიტომ გაუცდა.
ჯერჯერობით, ინტერთან მისი მოედანზე გასვლის საკითხი საეჭვოა, თუმცა AreaNapoli წერს, რომ ხვიჩას მაინც დიდი იმედი აქვს, რომ 21 მაისამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 40 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 5-ჯერ პენალტი მოიპოვა. ნაპოლი იტალიის ჩემპიონი სამი ტურის წინ გახდა.