აშშ F-16 ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელ პილოტებს გაწვრთნის. იაპონიაში “დიდი შვიდეულის” სამიტზე ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი მოკავშირეების ინიციატივაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მიხედვითაც უკრაინელი პილოტები მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებლებზე გაიწვრთნებიან. უკრაინელი პილოტებს, სავარაუდოდ, მხოლოდ ევროპაში მოამზადებენ, მაგრამ ამ წვრთნებში ამერიკული პერსონალიც ჩაერთვება.