ზელენსკი ბაიდენს უახლოეს დღეებში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს. ერმაკის განცხადებით, ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრის თემა იქნება აშშ-ის მიერ „თვითმფრინავების კოალიციის“ მხარდაჭერა. ერმაკმა ასევე დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის” სამიტში მიიღებს მონაწილეობას.