თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზერბაიჯანოლოგიის მიმართულების დაარსებასა და ქვეყნებს შორის არსებულ გაცვლით პროგრამებს. ღონისძიების ფარგლებში თსუ-ში ჰეიდარ ალიევის სახელობის აუდიტორიაც გაიხსნა. აღნიშნული აუდიტორია აზერბაიჯანულმა მხარემ ლიტერატურითა და სასწავლო აპარატურით აღჭურვა.