"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია გამოეხმაურა გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უმსხვილესი ოპოზიციური პარტია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დააყენებს. მელიას შეფასებით, ძალიან უცნაურია, როდესაც პარტიის მენეჯმენტი ნაცვლად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს ეხმარებოდეს, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს აქეთ სთხოვენ დახმარებას. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი მორალურადაც არის გაუმართლებელი.