„არა პირდაპირ ფრენებს მოსკოვთან“ - ამ სახელწოდებით პარლამენტიოს წინ გვაინობამდე მოქალაქეებისა და პოლიტიკური პარტიების აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებმა რუსეთთან ფრენების აღდგენა გააპროტესტეს. ისინი ამბობდენ, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან დაახლოება ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, პარლამენტთან აქციაზე ხმაურიც იყო. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიცია აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავებას ცდილობდა, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული მომიტინგე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. რუსეთთან ფრენების საწინააღმდეგო აქცია დღეს, საღამოს 6 საათზეც არის დაგეგმილი.