„ჯორჯიან ეარვეისმა“ რუსეთში პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი რეისი მოსკოვის მიმართულებით დღეს დილით შესრულდა. კომპანიის გენერალური დირექტორის, თამაზ გაიაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოჰყვა ფრენების აღდგენას კრიტიკა, მაშინ, როცა რუსეთში ჩასვლა სხვა გზითაც შეიძლება. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ დასანქცირებას ან სხვა სახის დაბრკოლებებს არ ელოდება.