უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით იაპონიაში, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს.
„იაპონია. „დიდი შვიდეული“. მნიშვნელოვანი შეხვედრები უკრაინის პარტნიორებთან და მეგობრებთან. უსაფრთხოება და გაძლიერებული თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვებისთვის. მშვიდობა დღეს უფრო მოგვიახლოვდება", - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, ვოლიდიმირ ზელენსკი იაპონიაში საფრანგეთის სამთავრობო თვითმფრინავით ჩავიდა. ის ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწრება.