ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ჩინეთთან სტაბილური და კონსტრუქციული თანამშრომლობის შენარჩუნება ევროკავშირის ინტერესებშია. მისივე თქმით, ზედმეტი დამოკიდებულების შესამცირებლად და დივერსიფიცირებისთვის არაკეთილსინდისიერ პრაქტიკასთან საბრძოლველად ევროკავშირს რისკების აღმოფხვრა სურს. შარლ მიშელმა პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და ჩინეთს მოუწოდა, რომ თავისი გავლენა რუსეთზე უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს.