დღეს ქართულ სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა. სკოლების კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება საქართველოს პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა სოციალური ქსელებით მიულოცეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი კი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრთან ერთად, თბილისის 73-ე საჯარო სკოლას ეწვია. მინისტრებმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დასრულება პირადად მიულოცეს, მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს და პერანგებზე სამახსოვრო წარწერები გაუკეთეს.