პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურს ამ წუთებში უსმენენ. ინტერპელაციის წესით უკვე მოუსმინეს განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა 7-8 მარტის აქციებთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურს კრიტიკული კითხვებით მიმართეს, შინაგან საქმეთა მინისტრმა კი მათ საპასუხოდ აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.