რუსებისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, ევროკავშირის ქვეყნებისკენ მორიგი სატრანზიტო მარშრუტი გაიხსნა, - ამის შესახებ რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი გორინმა განაცხადა.
„Red Wings არის გადაზიდვის გაფართოება, მაგრამ უკვე ჩარტერული ფრენების სახით. ეს ფრენები განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვან მარშრუტზე მოსკოვი - ქუთაისი, ხოლო ქუთაისი არის აეროპორტი, რომელიც სატრანზიტო კერაა და საშუალებას იძლევა ფრენები ევროპაში განხორციელდეს“,- განაცხადა გორინმა წერს „რია ნოვოსტი“.