გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაზე პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. მმართველი პარტიის მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად, პირველი რუსული თვითმფრინავი საქართველოში ქართველი გმირის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის და წამების დღეს დაეშვა - ვკითხულობთ ექსპრემიერის პოსტში.