საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს, რის გამოც ე.წ "ქოლცენტერების“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა. მმართველმა გუნდმა ანალოგიურ მეთოდს მიმართა მაშინ, როცა კენჭისყრაზე სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უნდა გასულიყო.