დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის მშობლები და ადვოკატები გენერალურ პროკურატურაში შეხვედრაზე იმყოფებიან. შეხვედრა უწყებაში შექმნილ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველ საბჭოს წევრებთან მიმდინარეობს. პროკურატურაში შესვლამდე გარდაცვლილი გოგონას მშობლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.