ფრანგული გამოცემა France Football ყოველ წელს წლის ბოლოს ოქროს ბურთის დაჯილდოებას ატარებს, სადაც შესაძლოა 2023 წელს ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდეს.
ცნობილი ფრანგული გამოცემა ქართველ ვარსკვლავზე წერს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა ხვიჩა ნომინანტებს შორის მოხვდეს, დიდი ალბათობით ის არ იქნება ფავორტი, რადგან ეს მისთვის მხოლოდ პირველი იტალიური სეზონია. France Football იმასაც წერს, რომ ხვიჩა ნამდვილად ფიქრობს ოქროს ბურთის მოგებაზე და იმაზე, რომ შესაძლოა ერთ დღეს ის მსოფლიოში საუკეთესო გახდეს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხვიჩა კვარაცხელია 2022/2023 წლების სეზონის სტარტიდანვე ბრიტანული გამოცემა Goal.com-ის ოქროს ბურთის მაძიებელთა შორის ყოველთვის ხვდება და რამდენიმე თვეა ათეულშია. რაც შეეხება France Football-ს ისინი სეზონის ბოლოს 30 ნომინანტს ასახელებენ, რომელთაგანაც საუკეთესო ვლინდება. მიმდინარე სეზონში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატი მნიშვნელოვანი იქნება გამარჯვებულის გამოსავლენად, ამიტომაც ბევრისთვის ფავორიტი არგენტინის ნაკრების ლიდერი და კაპიტანი ლიონელ მესია.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან მიმდინარე სეზონში 40 შეხვედრა ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე გადაცემა შეასრულდა და 5 ჯერ პენალტი მოიპოვა.