ნაციონალური საკალათბურთო ლიგის NBA-ს ნახევარფინალურ მეორე შეხვედრაში დენვერმა ლეიკერს უმასპინძლა და შეხვედრა მათი გამარჯვებით ანგარიშით 108:103 დასრულდა. მატჩში გადამწვეტი აღმოჩნდა ჯამალ მარის კარგი თამაში, რომელმაც ბოლო მეოთხედში შესანიშნავად ითამაშა ზედიზედ 5 სროლა ჩააგდო და გარდამტეხი როლიც შეასრულა თავის გუნდს მოგებაში. პირველი სამი პერიოდის განმავბლობაში უპირატესობას ლეიკერსი ფლობდა და თითქმის სულ წინ იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში დენვერმა 20:5 გაქცევა მოაწყო. მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებლი იყო დენერის სერბი ცენტრი ნიკოლა იოკიჩი, რომელმაც 23 ქულა 17 მოხსნა და 12 ასისტი დააგროვა, თუმცა ბოლო პერიოდში თამაშიდან ერთი ქულაც კი ვერ ჩააგდო. ლეიკერსიდან გამორჩეულად კარგი შეხვედრა ჰქონდა ლებრონ ჯეიმსს, რომელმაც 22 ქულა 9 მოხსნა 10 ასისტი და 4 ჩაჭრა დააგროვა. ასევე კარგი იყო ოსტინ რივსი, რომელმაც 22 ქულა მოაგროვა და 9 დან 5 სამქულიანი ზუსტად გამოიყენა, რაც შეეხება ენტონი დევისს ის შეტევაში არც თუ ისე კარგად გამოიყრურებოდა, მის ანგარიშზე 18 ქულა 14 მოხსნა და 4 დაფარებაა.
მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 21 მაისს უკვე ლოს ანჯელესში გაიმართება, მატჩი თბილისის დროით 04:30 ზე დაიწყება.