პარტია “დროას” ორგანიზებით გამართულმა აქციამ რესპუბლიკის მოედნიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებენ, მათი განცხადებით, არ აძლევენ საშუალებას აეროპორტის შიდა პერიმეტრზე შევიდნენ.