სამეგრელოში, კონფლიქტით დაზარალებული სოფლების მოსახლეობას თეა ახვლედიანი შეხვდა. სახელმწიფო მინიტრმა სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების საჭიროებები.