აშშ-ის ელჩის თქმით, რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის გამო ქართველების შეშფოთება სამართლიანია. კელი დეგნანი ამბობს, რომ ფრენების აღდგენა უფრო რუსებისთვისაა მომგებიანი და თუ მოსკოვში საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება უნდათ, ოკუპაცია უნდა შეწყვიტონ.