„დიდი შვიდეულის“ მორიგი სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დღეს დაიწყება. გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, აშშ-ს, კანადისა და იაპონიის ლიდერები უკვე შეიკრიბნენ. ლიდერებმა ჰიროსიმას მშვიდობის მემორიალური პარკი მოინახულეს და ატომური ბომბის მსხვერპლთა მონუმენტი გვირგვინებით შეამკეს. „დიდი შვიდეულის“ ლიდერები სამიტის დროს უკრაინაში მიმდინარე კრიზისს და მისი მშვიდობიანად მოგვარების გზებს განიხილავენ. ისინი ჩინეთთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელებენ. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა მედიას განუცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად იაპონიაში გაემგზავრება. სამიტზე წელს რვა სხვა ქვეყანა - ინდოეთი, ბრაზილია, ავსტრალია, ინდონეზია, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი, კომორის კუნძულები და კუკის კუნძულებია მიწვეული.