იტალიაში, ძლიერი წვიმის გამო, ემილია-რომანიას რეგიონში 20-ზე მეტი მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა, 13 ადამიანი კი დაიღუპა. სულ მცირე 13 000 ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა, დატბორილ რაიონებში დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი მილიარდობით ევროს აღწევს. მთავრობამ, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად დამატებით 20 მილიონი ევროს გამოყოფის პირობა დადო.