ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში რუსულმა ძალებმა უკრაინაზე 39 საჰაერო, ამდენივე სარაკეტო, ზალპური სისტემებიდან კი 50 დარტყმა განახორციელეს. ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა კვლავ ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით შეტევების განხორციელებაზეა კონცენტრირებული. გენშტაბის ცნობითვე, დიდია მტრის დანაკარგებიც და უკრინული თავდაცვა მტრის ცოცხალი ჯარისა და იარაღის კონცენტრაციის სტრატეგიულ უბნებზე შტევებს წარმატებით აგრძელებს.