საქართველოს მთავრობის წევრებმა ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის ადგილი მოინახულეს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სახელმწიფომ 2400 დევნილი ოჯახისთვის ბინების ასაშენებლად 7 ჰა მიწის ფართობი გამოყო. თვალჭრელიძის 2 ნომერში 11 კორპუსი აშენდება და სამუშაობი დაახლოებით 2025 წლისთვის დასრულდება. დევინილი ოჯახებისთვის ბინების მშნებელობის პროექტის განხორციელება თბილისის გარდა ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში იგეგმება.