ვანში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ბრალებით ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ მიკროავტობუსის მძღოლმა მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის მატარებელი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.