ევროპა ლიგის ფინალისტების ვინაობა ორ დრამატულ შეხვედრაში გაირკვა. ლევერკუზენის „ბაიერნმა“ „რომას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაშ შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ორ მატჩიან დუელში ერთადერთი გოლი 20 წლის ედოარდო ბოვემ გაიტანა, რაც საბოლოოდ ფინალის საგზურის მომტანი გამოდგა. მატჩი უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, გერმანელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ცდილობდნენ სახიფათო შეტევის განხორციელებას, მაგრამ რომაელები თავს კარგად იცავდნენ, ლევერკუზენის ბაიერმნა ზუსტად კარის მიმართულებით ამ შეხვედრაში 6 ჯერ დააარტყეს, თუმცა „რომას“ მეკარე რუი პატრისიო მოწოდების სიმაღლეზე იყო. საბოლოოდ ჟოზე მაურინიოს გუნდი ფინალში გავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ „რომამ“ ფინალის საგზური ისე მოიპოვა ფლეიოფის არცერთ გასვლით შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.
მეორე ½ ფინალურ შეხვედრაში „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიამ“ ტურინის „იუვენტუს“ უმასპინძლა. პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა, ამიტომაც ორივე გუნდი მინდორზე მოსაგებად იყო გამოსული. პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა, რაც შეეხება მეორე ტაიმს, შეხვედრაში ანგარიში ცვლილებაზე გამოსულმა ვლაჰოვიჩმა გახსნა, სერბმა ფორვარდმა რაბიოს კარგი გადაცემით ზუსტად ისარგებლა და თავისი გუნდი დააწინაურა, თუმცა მალევე სუსომ ლამელას გადაცემის შემდეგ ანგარიში აღადგინა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო. დამატებითი დროის 95-ე წუთზე ლამელამ ბრაიან ხილის გადაცემის შემდეგ სევილია წინ გაიყვანა და საბოლოოდ ფინალის საგზურიც მოუპოვა.
ფინალური შეხვედრა 31 მაისს ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება, სადაც ჟოზე მაურინიოს „რომა“ ტურნირის მრავალგზის გამარჯვებულ „სევილიას“ შეხვდება.