ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა გუშინ, ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მე-5 შეხვედრა წააგო, რაც მისი ქრონიკული ტრავმებით არის განპირობებული, ამიტომაც ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა კარიერის დასრულება გადაწვიტა. 35 წლის სპორტსმენმა იაპონურ გამოცემა Nikkan sports-თან განაცხადა, რომ ის მარცხენა ხელის გამოყენებას სრულფასოვნად ისევ ვერ ახერხებს, ამიტომაც თან რეალურ სახეს ვერ აჩვენებს, ეს კი არ შეეფერება სუმოს ნამდვილ მებრძოლს.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინის დებიუტი სუმოში 2006 წელს შედგა, ჯამში ქართველმა 102 ბაშოზე მიიღო მონაწილეობა, აქედან კი 80 ელიტარულ დივიზიონში. მან 2013 წელს მიიღო უმძიმესი ბრაცმა, რის შემდეგაც არავინ ელოდა მისგან დაბრუნებას, თუმცა 2018 წელს კაერიერის მთავარი ჯილდო დაიმსახურა - ლევან გორგაძემ იმპერატორის თასი მოიგო და 7 ბაშოს განმავლობაში ოძეკის იგივე ჩემპიონის რანგში იჭიდავა. ის ასევე 5 გზის ვიცე-ჩემპიონია. მის მონაგარშია ასევე 3ჯერ მოპოვებული ტექნიკური რიკიშის პრიზი, ორჯერ ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი, 6 ჯერ მებრძოლი სულის პრიზი, ხოლო 2 ჯერ ოქროს ვარკვლავი იოკოძუნას დამარცხების პრიზი. საბოლოოდ ტოჩნოშინის ანგარიშზე 681 გამარჯვება და 614 მარცხია.