რატომ არის ეს შენობა ამხელა, თუ მხოლოდ ორი წლისაა? ორცხობილების ქილას მაშინაც ორცხობილების ქილა ჰქვია, როცა ცარიელია ან მასში რაღაც სხვა დევს? — ეს ის კითხვებია, რომლებიც ბავშვურ ფანტაზიებში ბუნებრივად იბადება და რომელთა ირგვლივაც Burger King-ის ახალი კამპანია შეიქმნა.
უფრო კონკრეტულად რომ გიამბოთ, სწრაფი კვების ბრენდი ამ რეკლამით სრულად მცენარეულ მენიუს წარმოგვიდგენს. ბავშვური გაკვირვებები კი ყველაზე სწორ ხრიკად ჩათვალეს ამისთვის — საზოგადოება ხომ ჯერ ბოლომდე ვერ ხვდება, როგორ შეიძლება, მაგალითად, მცენარეული ხორცის შექმნა და სტანდარტული საკვების მასზე მორგება. თანაც, ზემოხსენებულ კითხვებს ზრდასრულები მარტივად ვპასუხობთ და ბრენდი რიტორიკულად ელოდება, რომ ამ სიახლეზეც ადეკვატური რეაქცია გვექნება.