ტომ ჰენქსი ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ფილმებში შესაძლოა, გარდაცვალების შემდეგაც გამოჩნდეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
Forrest Gump-ის მსახიობი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, მისი ვიზუალის შექმნა და ფილმებში გამოჩენა შესაძლებელი იქნება, თუმცა აქვე ინტელექტუალური საკუთრების საფრთხეებზეც საუბრობს
მისი თქმით, ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს დისკუსიები ყველა გილდიაში, რათა განისაზღვროს, რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება, მოჰყვეს მსახიობების სახისა და ხმის უნებართვოდ გამოყენებას.