ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა კარიერა დაასრულა. ტოჩინოშინმა ეს გადაწყვეტილება დღეს მორიგი შეხვედრის წაგების შემდეგ მიიღო, იანვრის ბაშოზე ტოჩინოშინმა მხრის ტრავმა მიიღო, რის გამოც ფორმაში შესვლა ვეღარ მოახერხა. ლევან გორგაძე ბოლო წელს რანგით მეორე დივიზიონში გამოდიოდა.